in

საფრანგეთი და ფიჯი გადაწყდა: ბორჯღალოსნების ნოემბრის ტესტები

ბორჯღალოსნები ნოემბერში საფრანგეთთან სტუმრად და ფიჯისთან ნეიტრალურ მოედანზე ითამაშებენ. მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთი თამაშის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით.

საქართველოში ერთ-ერთი მეტოქე სავარაუდოდ 6-7 ნოემბერს გვეწვევა, საფრანგეთს ბორდოში 14 ნოემბერს შევხვდებით, ფიჯის კი 20 ნოემბერს ვეთამაშებით.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ბორჯღალოსნებმა, რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გამართონ:

„ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ნოემბერში მეორე თამაშს საფრანგეთთან, მესამეს კი ფიჯისთან გავმართავთ. პირველ შეხვედრაზე ჯერ კიდევ მიდის მუშაობა, მსოფლიო რაგბი რამდენიმე ვარიანტს ამუშავებს. საწყენია, რომ ფიჯის მასპინძლობა ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანი იყო მათთვის საქართველოში გვემასპინძლა, მაგრამ კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი რამ თავდაყირა დადგა. ჯერჯერობით უცნობია სად შევხვდებით ფიჯის. ლოკაცია მოგვიანებით დაზუსტდება“.

საქართველო VS სამოა აღარ ჩატარდება-მიზეზი კორონავირუსია

„რაც შეეხება პირველ თამაშს, მეტოქის ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებთ. საუბარია ძლიერი სარაგბო გუნდის სტუმრობაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეებსაც კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე საქართველოში შემოსვლის და გასვლის პრობლემა არ აქვთ. ზაფხულში ტიერ 1-ის ქვეყნის გუნდებთან ბევრი ტესტ-მატჩი გაგვიცდა და მნიშვნელოვანია, რომ ახლა რაც შეიძლება მეტი თამაში გავმართოთ“.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს მსოფლიო თასს მიღმა პირველად ვეთამაშებით. 2007 წლის მსოფლიო თასზე „ლე ბლეს“ მარსელში შევხვდით და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. 14 წლის შემდეგ საფრანგეთთან შეხვედრას ისტორიულს უწოდებს ხურციძე:

„საფრანგეთთან თამაშს ისტორიული დატვირთვა აქვს, რადგან მათ პირველად ვხვდებით მსოფლიო თასს მიღმა. გარდა ამისა, ნაკრების მოთამაშეების დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთში თამაშობს და სასიხარულოა, რომ მიმდინარე სეზონში ყველა მათგანს სტაბილური სათამაშო დრო ეძლევა. ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ საფრანგეთის ნაკრები გაძლიერდა და მათთან შეხვედრა ამ კუთხითაც საინტერესოა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთ გუნდში ბალოტელისთან და ყველაზე მაღალი შეფასება: ლობჟანიძე 8 ტურის სიმბოლურშია, მიქაუტაძე კი ტურის მოთამაშეა

საქართველოს თამაშს ახსნას ვერ ვუძებნი, მაგრამ მარტო მწვრთნელი არ არის დამნაშავე: მიხეილ აშვეთია