in

საქართველო VS სამოა აღარ ჩატარდება-მიზეზი კორონავირუსია

საქართველოსა და სამოას სარაგბო ნაკრებთა მატჩი, რომელიც საშემოდგომო ტესტების ეგიდით 6 ნოემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.

ეს, სამოას რაგბის კავშირის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი. კუნძულელებს მიზეზად ადგილობრივი მთავრობის ახალი კოვიდ-რეკომენდაციები მოჰყავთ, რის გამოც გუნდის საერთაშორისო ტურნეზე გამგზავრება შეუძლებელი ხდება.

სამოას ნოემბერშივე ურუგვაისთანა და ესპანეთთან უნდა ეთამაშა, თუმცა, ეს მატჩებიც გაუქმებულია. ჯერაც შესაძლებელია ჩატარდეს 27 ნოემბერს ლონდონში ბარბაროსებთან შეხვედრა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც სამოელები მხოლოდ ევროპაში დასაქმებულ მორაგბეებსა და მწვრთნელებს თუ დაიხმარენ.

ცხადია, ეს ცუდი ამბავია ბორჯღალოსნებისთვისაც, რომელთაც ნოემბრის სერია სწორედ სამოასთან საშინაო მატჩით უნდა გაეხსნათ. ამგვარად, თუკი კიდევ არაფერი შეიცვალა, საქართველოს ნაკრები წლის ბოლომდე მხოლოდ ორ შეხვედრას გამართავს: 14 ნოემბერს, ბორდოში, საფრანგეთთანა და 20 ნოემბერს, შინ, ფიჯისთან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიახლე ნაკრების განაცხადში:სანიოლმა საბა ხვადაგიანი გამოიძახა

ნიკა კენჭაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა