დღეს, ბათუმში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩში შვედეთს მასპინძლობს. ამ შეხვედრაში ნაკრებს მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სათადარიგოთა სკამიდან ვერ უხელმძღვანელებს. ეროვნული გუნდის ფრანგი დამრიგებელი დისკვალიფიცირებულია და ეს ახლახან გაირკვა.
ამის შესახებ, ფეხბურთის ფედერაცისაც არ ჰქონდა აქამდე ინფორმაცია და ის შვედურმა მედიამ გაავრცელა.
სანიოლს ორი ყვითელი ბარათი დაუგროვდა. პირველად, ფრანგი სპეციალისტი საქართველო-ესპანეთის მატჩზე გააფრთხილეს, მეორედ კი, პრიშტინაში მოგებულ შეხვედრაში.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს დღეს მოედანზე სანიოლის პირველი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი გაიყვანს.
GIPHY App Key not set. Please check settings