in ,

რაულის, ნოიერის და ჰუნტელაარის გვერდით: კობიაშვილი შალკეს საუკუნის გუნდში

გერმანულმა ვებგვერდმა fussballtransfers-მა გელზენკირხერის „შალკე 04“ 21-ე საუკუნის საუკეთესო 11-ეული შეადგინა, რომელშიც ლევან კობიაშვილიც მოხვდა.

„შალკეს“ კარს რა თქმა უნდა მანუელ ნოიერი იცავს, რომელსაც გერმანული გამოცემა ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე ასახელებს.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, ვკითხულობთ:

„ცენტრალური მცველები ბენედიქტ ჰიოვედესი და მარსელო ბორდონი, “შალკეს” ორი დიდი ხნის კაპიტანი. მათ გვერდით არიან დაუღალავი მარჯვენა მცველი რაფინია და ქართველი ლევან კობიაშვილი“. ნახევარდაცვის ხაზში ლეონ გორეცკა, ჯეფერსონ ფარფანი და ჯერალდ ასამოა არიან განწესებულნი.

თავდასხმაში კი ლეგენდარული რაულ გონსალესი, ებე სანდი და კლაას იან ჰუნტელაარი იმყოფებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშიას და ყაზაიშვილს ზლატანი დამარცხებული ჰყავთ: ვაკო იმ მატჩში ბრწყინვალე იყო

სანიოლი დისკვალიფიცირებული ყოფილა: დღეს ნაკრებს ხიზანა გაიყვანს