in

კობიაშვილი 21-ე საუკუნის ნაკრებში მოხვდა, ლეგენდებთან ერთად

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს კარიერის უდიდესი და მთავარი ნაწილი გერმანიაში აქვს გატარებული. ის ბუნდესლიგის ორ კლუბში გამოდიოდა – ჯერ „ფრაიბურგში“, შემდეგ კი უფრო წარმატებულ „შალკეში“ გადავიდა. „ხუმარების“ რიგებში კობიაშვილს ჩემპიონთა ლიგაზეც უთამაშია („ეინდჰოვენთან“ ჰეთ-თრიქიც კი შეასრულა) და ამ კლუბის ისტორიაში თავისი კვალიც დატოვა. ეს ქართველ ფეხბურთელს დაუფასეს კიდეც.

გერმანულმა საიტმა fussballtransfers-მა გელზენკირხენის „შალკეს“ 21-ე საუკუნის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და აქ ადგილი ქართველი მცველისთვის გამონახა.

კარში მანუელ ნოიერი დგას, ის სწორედ „შალკედან“ გადავიდა „ბაიერნში“, რასაც მაშინ გულშემატკივრების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

დაცვის ცენტრში არიან ჰიოვედესი და ბორდონი, მარჯვნივ – რაფინია, აი მარცხნივ კი – ლევან კობიაშვილი.

ნახევარმცველები: რაული (დიახ, „რეალის“ ლეგენდა რაული), გორეცკა, ასამოა და ფარფანი.

თავდამსხმელები: ები სანდი, კლას-იან ჰუნტელაარი.

კობიაშვილი “შალკეში” 3 ნომრით თამაშობდა, ამ გუნდის მაისურით 233 მატჩი ითამაშა (2003-09 წწ), 17 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

6 კაცი დაიღუპა გვინეის ნაკრების გამარჯვების აღნიშვნისას

ვიდეო: თურქეთში ოვერტაიმში მოგებულ მატჩში შერმადინი MVP გახდა