ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2022/23 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა და საპატიო პრიზი გადაეცა.
სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა. მან გასული სპორტული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – გახდა ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სანდრო ბაზაძე მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.
FIE-ს კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.
თბილისის სასარგებლოდ ხმა FIE-ს 120-მა დელეგატმა მისცა, სულ კი კენჭისყრაში მონაწილეობას 134 დელეგატი იღებდა.
2023 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში ჩატარდა. ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings