ალჟირში ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, რომელიც სანდრო ბაზაძემ მოიგო.
სანდრომ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო. ჯერ ეგვიპტელი მაზენ ელარაბი დაამარცხა – 15:10, შემდეგ ასეთივე ანგარიშით აჯობა იტალიელ მიკელე გალოს.
1/8 ფინალში ჩვენიანი ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს გაუსწორდა – 15:9 მოუგო.
მომდევნო ეტაპი, ¼ ფინალი არ გამოდგა რთული: სანდრომ სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში ბაზაძეს კიდევ ერთი ეგვიპტელი შეხვდა. ზიად ელსისთან დაძაბული ბრძოლა გამოუვიდა და საბოლოოდ 15:13 დაამარცხა მეტოქე.
ცხადია, არც ფინალი იყო მარტივი. ასევე დაძაბულ და რთულ დაპირისპირებაში სანდრომ მოახერხა და სძლია იტალიელ ლუიჯი სამელეს – 15:13 და მსოფლიო თასის გამარჯვებულიც გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings