in

ნაპოლიმ ისევ მოიგო და სპალეტი რეკორდზე წავიდა: ხვიჩას შემცვლელი ხვიჩასავით კარგია

მსოფლიო ჩემპიონატის გამო გამოწვეული პაუზის წინ „ნაპოლიმ“ ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. შინ „უდინეზე“ დაამარცხა 3:2. სამწუხაროდ, დაზიანების გამო კვლავ არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას (ზედიზედ 3 მატჩი გამოტოვა), ხოლო „ნაპოლიმ“ ჩემპიონატში მე-13 გამარჯვება მოიპოვა (ზედიზედ მე-11) და 41 ქულით ცხრილში დამაჯერებლად არის პირველ ადგილზე.

„ნაპოლიმ“ თითქოს უპრობლემოდ მოაგვარა „უდინეზესთან“ გამარჯვების საკითხი. პირველ ტაიმში ოსიმენმა და ზელინსკიმ გაიტანეს, 58-ე წუთზე ელმასმა მესამეც შეაგდო და ალბათ არავის ეგონა ვითარება თუ დაიძაბებოდა, მაგრამ სტუმრებმა 79-ე და 82-ე წუთებზე ორი გოლის გატანა მოახერხეს და ლიდერს სანერვიულოდ გაუხადეს დარჩენილი დრო.

მომდევნო მატჩი „ნაპოლის“ უკვე დამდეგ წელიწადს უწევს, თან რა თამაში ამხელა პაუზის შემდეგ – 4 იანვარს მილანში, „ინტერთან“. თუმცა ჯერ მანამდე დიდი დროა, ამიტომ ისევ „უდინეზესთან“ შეხვედრას დავუბრუნდეთ და კვარაცხელიას შემცვლელ-კონკურენტზე ვთქვათ.

ლუჩანო სპალეტინ ხვიჩას ნაცვლად ისევ ელმასი ათამაშა (და არა რასპადორი). უნდა ვაღიაროთ, რომ ჩრდილო მაკედონიელმა წინა მატჩის მსგავსად, ახლაც მშვენივრად ითამაშა. პირველი გოლი მისი ჩაწოდებით გავიდა, მეორე ტაიმში უკვე ვთქვით, რომ თავადაც გაიტანა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ელმასმაც გააკეთა, რომელსაც ხვიჩასთან მსგავსებაზეც კითხეს:
„რთულია შედარება. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ ვიყო კვარაზე უკეთესი. ჯანსაღი კონკურენცია კარგია და ეს გუნდს აძლიერებს. ჩვენ ორივე ყველაფერს ვაკეთებთ გუნდისთვის“.

ელმასი შეაქო მწვრთნელმაც. აი რა თქვა სპალეტიმ:
„ელმასი არაჩვეულებრივი ბიჭია, უბრალო და პროფესიონალი. მან მშვენიერი გოლები გაიტანა და კვარაცხელიას მსგავსად ითამაშა. ასეთი მოთამაშე მწვრთნელის საქმიანობას ამარტივებს“.

და ბარემ სპალეტის მიღწევაზეც ვთქვათ.
ლუჩანო სპალეტი იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც სერია ა-ში ზედიზედ 11 თამაში მოიგო. ეს „რომასთან“ ერთად 2005/06 წლების სეზონში მოახერხა. „ნაპოლის“ მე-11 მოგებით კი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელსაც 11-მატჩიანი მოგებების სერია ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო

ბარსა ლუდის ქარხანაში მივიდა: ვინ გაიმარჯვა ლუდის ჩამოსხმაში