in ,

სამი გუნდის სამიდან სამი: მოურინიომ 1000 შეასრულა – III ტური

აპენინებზე მთავარი მატჩი სამხრეთში შედგა, სადაც “ნაპოლიმ” ურონალდო “იუვენტუსი” მიიღო და ბოლოს მაინც მოუგო. ანგარიში მალევე სტუმრებმა გახსნეს, გოლი მორატამ გაიტანა. ნეაპოლელებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს პოლიტანოს გოლით, ხოლო 85-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ტურინელმა მოიზე კინმა თავით საკუთარ კარში დაარტყა, მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ კულიბალიმ დაამატა. “იუვემ” სამიდან ორი თამაში წააგო და მხოლოდ ერთი ფრით იწონებს თავს. აი “ნაპოლიმ” კი სამივე მატჩი მოიგო და ცხრილში კიდევ ორ 100-პროცენტიან გუნდთან ერთად თანალიდერია.
ბურთებით კი პირველი “რომა” წერია, რომელმაც სულ ბოლოს გამოგლიჯა გამარჯვება. რომაელებს “მილანი” მოყვება. “როსონერიმ” დღის მატჩში მანამდე ქულადაუკარგავ “ლაციოს” აჯობა შინ და თან გოლის გატანა დაბრუნებულმა იბრაჰიმოვიჩმა მოახერხა.

“რომამ” მოურინიოს ხელში სამიდან სამი მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 9:2.

მოურინიომ მე-1000 მატჩი ჩაატარა კარიერაში. აქედან 638 მოიგო, 204 ფრედ დაასრულა და 158 წააგო.

მოურინიო: მე-1000 მატჩში გამარჯვებაზე: “არ ვგრძნობ თავს 58 წლის კაცად. ეს ბავშვის გარბენი იყო. “სასუოლოს” მწვრთნელს ბოდიში მოვუხადე”.

პიოლი: “მილანმა” ხარისხიანად ითამაშა და მოგება დაიმსახურა. მიხარია, რომ იბრამ გაიტანა”.

“მილანმა” სტარტზე სამივე მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 7:1.

ალეგრი: „ვერაფერში ვუსაყვედურებ ფეხბურთელებს. იმედია ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესად დავიწყებთ, ვიდრე სერია ა-ში“.

„იუვენტუსმა“ ბოლო 52 სეზონში მეორედ ვერ მოიგო ჩემპიონატის პირველ სამ ტურში. მსგავსი რამ მოხდა 2015/16 წლების სეზონშიც, როდესაც “იუვეს”… ალეგრი ავარჯიშებდა. საბოლოოდ გუნდი ჩემპიონი გახდა.

აი “ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ კი სასტარტო სამი მატჩი მოიგო, რის გამოც ის პირველია რაფა ბენიტესის შემდეგ (2013), რომელსაც 100%-იანი დასაწყისი აქვს.

“სამპდორიას” ფეხბურთელმა კანდრევამ სერია ა-ში მე-400 მატჩი ჩაატარა.

იბრაჰიმოვიჩმა ტრავმის შემდეგ პირველსავე მატჩში გაიტანა – 7 წუთში შეცვლაზე შესვლიდან.

სერია ა – III ტური

ემპოლი – ვენეცია 1:2
ნაპოლი – იუვენტუსი 2:1
ატალანტა – ფიორენტინა 1:2
სამპდორია – ინტერი 2:2
კალიარი – ჯენოა 2:3
სპეცია – უდინეზე 0:1
ტორინო – სალერნიტანა 4:0
მილანი – ლაციო 2:0
რომა – სასუოლო 2:1

13 სექტემბერი
ბოლონია – ვერონა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ბოლომდე დამაჯერებელი არ ყოფილა: მასზე დაბალი შეფასება მარტო ორ ფეხბურთელს აქვთ

ტოჩინოშინი მოგების შემდეგ ენდოსთან დამარცხდა