მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო. ქართველ პარალიმპიელ ზვიად გოგოჭურს ოლიმპიური თამაშების აკრედიტაცია შეუჩერეს. ქართველ სპორტსმენს მოუწევს ტოკიო დატოვოს. ამის შესახებ ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაცხადა.
საქართველოს ნაკრების დანარჩენმა წევრებმა სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს.
ვინ და როდის: ქართველების განრიგი ტოკიოს პარალიმპიადაზე
შეგახსენებთ, რომ ტოკიოში მყოფი ქართველი პარაძიუდოისტი კვირის დასაწყისში დააკავეს, რისი მიზეზიც ფიზიკური დაპირისპირება გახდა.
საქართველოს გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო ნაკრები კარანტინში მოათავსეს. ზვიად გოგოჭური თანაგუნდელებთან ერთად სასტუმროს დერეფანში ხმაურობდა, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა მათ ოთახებში დაბრუნება სთხოვა, რის შემდეგაც გოგოჭურმა 60 წლის დაცვის თანამშრომელი იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ნეკნი გაუტყდა.
ზვიად გოგოჭურმა პოლიციაში ბრალდება აღიარა და ასევე განმარტა, რომ ინციდენტის დროს თანაგუნდელებთან ერთად ალკოჰოლს სვამდა.
34 წლის ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია. ის ტოკიოშიც ოქროს მედლის მოპოვების მთავარი კანდიდატი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings