in

სათადარიგო მოთამაშეები კარგად ჩაერთვნენ: მესამე პერიოდში აგრესიულმა დაცვამ შედეგი გამოიღო – ესპანელთა შეფასებები

ევრობასკეტი 2022-ის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 64:90 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯიო სკარიოლომ და ერთ-ერთმა ლიდერმა ხუანჩო ერნანგომესმა გააკეთეს.

ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი ვეჭიდავეთ: სიტუაცია რთულია – მთავარი ბრძოლები აწი იწყება

სერჯიო სკარიოლო:
“თამაშით კმაყოფილი ვარ. უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილი ვარ ჩვენი სათადარიგო მოთამაშეებით, რომლებიც კარგად ჩაერთვნენ თამაშში და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს. კმაყოფილი ვარ, იმით, რომ გაფუჭებული შეტევების შემდეგ სიტუაციას არ ვეთიშებოდით და მეორე შანსს კარგად ვიყენებდით.
მეორე ტაიმში დაცვაში მეტად აგრესიულები გავხდით და შედეგიც სახეზეა. უკვე, ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ”.

ხუანჩო ერნანგომესი:
“ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით. ყველამ კარგად გავართვით დავალებებს თავი. მეორე ტაიმში დაცვაში უფრო აგრესიულები ვიყავით და დიდი სხვაობითაც შევძელით წინ გასვლა. ახლა, უკვე ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი ვეჭიდავეთ: სიტუაცია რთულია – მთავარი ბრძოლები აწი იწყება

ბოდიში: თუ გვსურს მოვიგოთ, უნდა ვიბრძოლოთ, დღეს ბრძოლაც არ იყო – ზუროსი