in

საზონოვი ტორინოს მოგებაში დაეხმარა: კვიპროსზე ქართველებმა გაიტანეს

საბა საზონოვის „ტორინომ“ სერია A-ში „კალიარისთან“ სტუმრად მოიგო – 2:1. ტურინელები წაუგებელი მატჩების სერიას განაგრძობენ. სასიხარულოა, რომ თავისი წვლილი ქართველ მცველსაც მიუძღვის.

საზონოვი სათადარიგოთა იყო და მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.
მასპინძლებმა ქართველის მოედანზე შესვლამდე შეამცირეს ანგარიშის სხვაობა და შემდეგ ცხადია „კალიარი“ თამაშის გადარჩენასაც შეეცადა. დარჩენილი დრო სარდინიელებმა შეტევაში გაატარეს, შესაბამისად საზონოვს და მის თანაგუნდელებს დიდი ჯაფა დაადგათ. ქართველმა საიმედოდ ითამაშა და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

ერთ ეპიზოდში მან ფლანგური შეტევისას დაასწრო მეტოქეს და მომენტი განმუხტა, ხოლო მეხუთე დამატებულ წუთზე, კუთხურის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაასწრო მასპინძელთა შემტევს, რომელიც ახლო მანძილიდან თავით აპირებდა კარში დარტყმას.

საზონოვის შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 6.6; Whoscored.com – 6.6; Sofascore.com – 7.1.

კალიარი – ტორინო 1:2
გოლები: 0:1 საპატა (23), 0:2 რიჩი (45+3), 1:2 ვიოლა (77)

„ტორინო“ ამ გამარჯვებით და 31 ქულით „ნაპოლის“ დაეწია და მე-10 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი შინ „სალერნიტანასთან“ აქვს.

კარგად ითამაშეს ჩვენებმა კვიპროსის პირველობაზეც. აპოელ-მა სტუმრად “ნეა სალამინა“ 4:0 დაამარცხა და ამაშია დიდია ჩვენების წვლილი. 36-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ რამდენიმე მეტოქეს აჯობა და 16-17 მეტრიდან ზუსტად დაარტყა დაბალ კუთხეში.
ეს მისი მე-5 გოლია ჩემპიონატში.
51-ე წუთზე კი თავი ლაშა დვალმაც გამოიჩინა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს დვალი შორეულ ძელთან დახვდა და ზუსტად დაარტყა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

ქვილითაია 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დვალი 65-ე წუთზე.

ნეა სალამინა – აპოელი 0:4
გოლები: 0:1 ნდონგალა (33), 0:2 ქვილითაია (36), 0:3 დვალი (51), 0:4 მარკინიოსი (73)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული ოლ სტარის ყველა მონაწილე ცნობილია: თამაში 28-შია

ეგვიპტის ნაკრებმა მოგებისთვის ძროხა შეწირა, ხორცი გაჭირვებულებს დაურიგეს