in

საზონოვი მალევე შეუშვეს, საბამ პენალტი აიკიდა და ჩვეულებრივ ითამაშა: ტორინომ რომში დიბალასთან წააგო

საბა საზონოვმა თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა: მისი „ტორინო“ კი სტუმრად „რომასთან“ დამარცხდა – 2:3.

ქართველმა მცველმა 26-ე ტურის შეხვედრა ისევ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ ლოვატო მალევე დაშავდა და საზონოვი თამაშში უკვე მე-14 წუთიდან ჩაერთო.

42-ე წუთზე საბამ 11-მეტრიანი „აიკიდა“, სერდარ აზმუნი საკუთარ საჯარიმოში წააქცია.

მატჩის დარჩენილ ნაწილში საზონოვმა ითამაშა ისე, როგორც მთლიანად „ტორინოს“ დაცვამ – საშუალოდ, დიდად არც არაფერი გაუფუჭებიათ და არც სასწაულები ჩაუდენიათ.

საზონოვის შეფასებებია: Flashscore.com – 5.7; Whoscored.com – 6.1; Sofascore.com – 6.0.

რომა – ტორინო 3:2
გოლები: 1:0 დიბალა (42, პენ), 1:1 საპატა (44), 2:1 დიბალა (57), 3:1 დიბალა (69), 3:2 ჰეისენი (88, საკ. კარში)

„ტორინო“ 36 ქულით მე-10 ადგილზეა და ევროტურნირებისთვის მებრძოლ გუნდებს 5 ქულით ჩამორჩება.“ტორინო“ 2 მარტს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ დავნებდები: მონდომება არ არის საკმარისი… ჯიკიჩი წინასთან შედარებით კმაყოფილია

რატომ არ გაიყვანა კაშიამ კვარაცხელია პირველ ადგილზე: ნაკრების კაპიტნის ვიდეოინტერვიუ