მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სოფიაში ბულგარეთთან დამარცხდა – 1:2.
პირველი ტაიმი ბულგარელთა ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა. 88-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა სხვაობა ლუკა ლოჩოშვილის გოლით შეამცირა, თუმცა დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ვილი სანიოლმა დაცვაში ცვლილებები შეიტანა და წინა შეხვედრისგან განსხვავებით ბევრად ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო: მარჯვნივ მემარჯვენე გოჩოლეიშვილი დააყენა და მარცხნივ მემარცხენე წიტაიშვილი. თუმცა არც ამან უშველა. ისევ ის მოხდა, რაც წინა თამაშებში – ნაადრევი გოლები გავუშვით. ეს რაღაც ტრადიციად ყალიბდება. თავიდან გავუშვათ 1-2 გოლი და მერე ვეცადოთ ამოქაჩვას. ჯერ ვერცერთი ვერ ამოვქაჩეთ.
განსაკუთრებით მეორე ტაიმი ჩვენი დიდი უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ სივრცე შეზღუდულ ბულგარელთა საჯარიმოსთან ჭირდა მომენტების შექმნა. მიუხედავად ამისა, გოლის გატანის საშუალება პირველ ტაიმშიც გვქოდა და მერე მეორეშიც, მაგრამ კაშიამ ხომ 200-პროცენტიანი შანსი გაანიავა, კვარასაც არ წაუვიდა ზუსტი დარტყმები. მოკლედ, ის ერთი გაქვითული გოლი დიდი ვერაფერი ნუგეშია და საფიქრალი და გარკვეული საქმის თავიდან დაწყების (თუნდაც სულისკვეთება და გუნდურობა) საჭიროება სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.
ბულგარეთი – საქართველო 2:1
გოლები: 1:0 რუსევი (10), 2:0 კრასტევი (24), 2:1 ლოჩოშვილი (88)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, კაშია, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (აბუაშვილი 86), მექვაბიშვილი (ქვილითაია 31), ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (გულიაშვილი 76), კვარაცხელია, ზივზივაძე
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა 3 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა.



GIPHY App Key not set. Please check settings