in ,

საგიჟეთი მადრიდსა და ბარსელონაში: ატლეტიკოც გადარჩა და ბარსაც – XXIV ტური

საგიჟეთი დატრიალდა მადრიდში და ამას გვერდს ვერ ავუვლით. „ატლეტიკოს“ სუარესმა პენალტი ვერ გაიტანა (მე-9 წთ), მაგრამ მასპინძლებმა „ხეტაფეს“ მალევე გაუტანეს ორჯერ, თუმცა ტაიმი რომ სრულდებოდა უკვე თავად აგებდნენ – 12 წუთში 3 გოლი გაუშვეს, მაგრამ 45+4 წუთზე ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს. მეორე ნახევარში (58-ე წთ) „ატლეტიკოს“ ფელიპე გაუგდეს და უხვგოლიანი პირველი ტაიმის მერე უგოლო მეორე ტაიმი გამოდიოდა, მაგრამ ბოლოს, 89-ეზე ერმოსომ მაკრატელა შეაგდო და „ატლეტიკოს“ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

მნიშვნელოვანია ეს ქულები, რადგან „ატლეტიკო“ ოთხეულისთვის იბრძვის და უზარმაზარი კონკურენციაა – „ბარსა“, “ვილიარეალი”, “ბეტისი”, “სოსიედადი” და ვინ იცის, იქნებ ბილბაოს “ატლეტიკიც” კი ცდილობენ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას.

ტურის გამორჩეული თამაში ბოლოს შედგა. ბარსელონაში ქალაქის დერბი გაიმართა და ბოლო დროს უკეთ მოთამაშე “ბარსა” წაგებას სასწაულად გადაურჩა. გამათანაბრებელი გოლი “ბარსელონამ” 96-ე წუთზე გაიტანა (თან რამდენიმე წუთით ადრე “ბარსას: პიკე გაუგდეს), თავი ისევ ლუკ დე იონგმა გამოიჩინა და “ატლეტიკოსთან” თანაბარი ქულების მიუხედავად, “ბარსა” მე-4 ადგილზე გადაიყვანა.

This image has an empty alt attribute; its file name is Captureretreyt-1024x637.jpg


ლიდერ “რეალს” (ბეილი გამოჩნდა, რომელსაც აგვისტოს მერე არ უთამაშია) რთული მატჩი ჰქონდა გასვლაზე ოთხეულისთვის მებრძოლ „ვილიარეალთან“ და ფრე ურიგო შედეგი არ უნდა იყოს, უბრალოდ ამ დაკარგული 2 ქულის გამო „სევილია“ 4 ქულაში მიუახლოვდა. ისე, სევილიელებს წინა სამი მატჩი ფრედ რომ არ ეთამაშათ და ერთი მაინც მოეგოთ, ახლა ბევრად დაძაბული ვითარება იქნებოდა.

ანჩელოტიმ მე-100 მატჩი ჩაატარა „რეალში“ ლა ლიგაში. მის ანგარიშზე 73 მოგებაა.

„რეალს“ ბოლო 4 მატჩში 1 მოგება აქვს. 2022 წელს კი სულ – 2.

“რეალმა” “ვილიარეალთან” ბოლო 5 მატჩი ფრედ დაასრულა.

ანჩელოტი: „რეალს“ არ გაუმართლა, ორჯერ ხარიხას მოვარტყით. კმაყოფილი ვარ მეორე ტაიმით“.

“ხეტაფე” პირველი გუნდია, რომელმაც “ატლეტიკოს” “ვანდაზე” პირველ ტაიმში 3 გოლი გაუტანა.

ლუის სუარესმა ლა ლიგაში პენალტი პირველად გააფუჭა 2016 წლის შემდეგ.

დიეგო სიმეონე: „ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა – ეს არის ჩვენი რეალობა დ ეს უნდა მივიღოთ“.

“ბარსამ” წაუგებელი სერია 8 მატჩამდე გააგრძელა – 4 მოგება და 4 ფრე.

“ბარსამ” წლევანდელ ლა ლიგაში 10 გოლი გაიტანა თავით და ამ მაჩვენებლით ლიდერია.

ლუკ დე იონგმა მე-4 გოლი გაიტანა და ის “ბარსას” მეორე ბომბარდირია.

ჩავი: “ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნება. “ბარსამ” ნაბიჯი უკან გადადგა. 2 ქულა დავკარგეთ, ჩვენ ვდომინირებდით”.

“ბეტისმა” ბოლო 6 მატჩიდან 4-ში 4 გოლი გაიტანა. ლა ლიგაში 45 გოლი მოუგროვდა და მასზე მეტი მარტო “რეალს” აქვს.

ლა ლიგა – XXIV ტური

სევილია – ელჩე 3:1
კადისი – სელტა 0:0
ვილიარეალი – რეალი 0:0
რაიო ვალეკანო – ოსასუნა 0:3
ატლეტიკო – ხეტაფე 4:3
ალავესი – ვალენსია 2:1
ლევანტე – ბეტისი 2:4
სოსიედადი – გრანადა 2:0
ესპანიოლი – ბარსელონა 2:2

ორშაბათი, 14 თებერვალი
მალიორკა – ბილბაო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი სამბისტების 10 მედალი მინსკის ევროპის თასზე

რევიასა და კაზაკოვას წყვილმა ოლიმპიადა მე-19 ადგილზე დაასრულა