საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა. თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, “საბურთალომ” 20 წლის ბრაზილიელი შემტევი ჟულიო ვინისიუსი დაიმატა.
20 წლის ვინისიუსმა კარიერა ბრაზილიური “ბაჰიას” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. 2020 წელს იგი ბათუმის “დინამოს” შეუერთდა, მაგრამ ბათუმელებბმა ახალგაზრდა ფეხბურთელის საგარეჯოს “გარეჯში” განათხოვრება გადაწყვიტეს, რის შემდეგაც ვინისიუსმა საერთოდ საქართველო დატოვა და ბელგიურ “გენტს” შეუერთდა. ის “გენტის” 20-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელი იყო. ამჯერად კი, ისევ საქართველოში დაბრუნდა, ოღონდ არა ბათუმში, არამედ თბილისის “საბურთალოში”.
ჟულიო ვინისიუსი მარცხენა გარემარბია და transfermarket-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 100 000 ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings