საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველ, საბა ლობჟანიძე, დიდი ალბათობით კარიერას კვლავ თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა ავრცელებს და წერს, რომ 26 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებით “ჰატაისპორი” ინტერესდება, რომელმაც წინა სეზონში გათამაშებაში მე-6 ადგილი დაიკავა.
ლობჟანიძეს, რომელსაც სუპერლიგიდან გავარდნილ “ანკარაგიუჯუსთან” კონტრაქტი ამოეწურა, “ჰატაისპორში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა შეუძლია. როგორც თურქეთში წერენ, “ჰატაისპორმა” ქართველ ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.
თბილისის “დინამოს” და საჩხერის “ჩიხურას” ყოფილი ფლანგის შემტევი, რომელმაც 2017-20 წლებში დანიურ “რანდერსში” ითამაშა და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2020 წლის 31 იანვრიდან “ანკარაგიუჯუს” შემადგენლობაში ირიცხებოდა და 53 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
GIPHY App Key not set. Please check settings