in

რუსეთში ტიტულის დასაცავად: 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც 3-9 ოქტომბერს რუსეთის ქალაქი კალინინგრადი უმასპინძლებს, მზადება დაიწყო. უმცროსი “ბორჯღალოსნების” გაფართოებული, 43-კაციანი შემადგენლობა უკვე შევიდა მარტყოფის ბაზაზე, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის.

აღნიშნული ტურნირი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ 8-გუნდიანი შეჯიბრი პლეი-ოფის სისტემით იმართება და ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველო გახდა – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის 8:3 მოვუგეთ, 2019 წელს კი, ესპანეთს 20:10 ვძლიეთ.

18-წლამდელთა გაფართოებულ შემადგენლობაში მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომლებმაც ივნის-ივლისში სამხრეთ აფრიკაში, 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში ითამაშეს. თავის მხრივ, აგვისტოში, აფრიკელ თანატოლებთან U18 საქართველოსაც უნდა ეთამაშა, თუმცა, სტუმრებს ჩამოსვლაში ხელი კოვიდ-პანდემიამ შეუშალა. 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ახალი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. მთავარ მწვრთნელ ზურაბ ამონაშვილს თორნიკე ბუბუტეიშვილი და პაატა მაისურაძე დაეხმარებიან. ამონაშვილი და ბუბუტეიშვილი 20-წლამდელთა ნაკრებშიც ერთად მუშაობენ, მაისურაძე კი წლების განმავლობაში 18-წლამდელთა მენეჯერი იყო.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა

პირველი ხაზი: გიორგი მამაიაშვილი, ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, ბადრი ციხისთავი, თორნიკე ბოყოველი, დავით მჭედლიძე (ყველა – ლელო), ნიკა გაბედავა (ხარები), ლაშა ფხაკაძე, ლუკა მუშკუდიანი, გიგა თუთისანი (ყველა – აია), გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ჭანტურია (ორივე – აკადემია).

მეორე ხაზი: ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), ზურაბ ტალახაძე, ნიკა ლომიძე (ორივე – ხარები), ლუკა სულუაშვილი (ხვამლი).

მესამე ხაზი: გიგი ქურხული (ვეფხვები), რატი ზაზაძე (არმაზი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ლაშა ციხისთავი, ნიკოლოზ სუთიძე, დავით ბერიძე, ჯაბა ოდიშარია, ნიკა ყაბანაშვილი (ყველა – ლელო), გიორგი გერგედავა (აია)

 9: დავით ხუროშვილი, ალექსანდრე ჯიღაური (ორივე – ლელო), ლადო ტყაბლაძე (აია), მათე ჩქარეული (ყაზბეგი).

10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები)

12–13: თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), დიტო ბერაია, რატი ბერაია, თორნიკე კახოიძე, საბა ციხელაშვილი (ყველა – ლელო), ზურაბ ონიანი (არმაზი), ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები)

11–14: შალვა აფციაური, საბა არჩვაძე (ორივე – ლელო), ლუკა ხორბალაძე (აკადემია)

15: ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), არჩილ კვარაცხელია (აშშ).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯანო ანანიძე ისევ ტრავმირებულია

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან: ოსლოში უძლიერესი შემადგენლობით – 4 ქართველი ტიტულის დაცვას ეცდება