in

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი: უეფამ გადაწყვეტილება 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს

რუსეთი რომ ყველა გაგებით მძიმე დღეშია ვიცით. პოლიტიკურ ნაწილზე სასაუბროდ კადნიერებას ვერ გავრისკავთ, შესაბამისად, მივხედოთ იმას, რაც ვიცით.

ფეხბურთი – რომელიც ყველგან უყვართ და აფასებენ. რუსეთში რომ ფეხბურთს სერიოზულად ეკიდებიან ესეც ვიცით. ბოლო წლებში, არაერთი სახელოვანი ტრანსფერიც გვახსოვს და რუსეთის ნაკრებიც თითქმის ყველა დიდ ფორუმზე ვიხილეთ, თუმცა ომის შემდეგ ყველაფერი კოშმარულადაა.

რუსებს აზიის კონფედერაციაში გადასვლა რომ სურთ ესეც ვიცით და სწორედ ამაზე ისაუბრა დენის სოლოვიოვმა:

“უეფამ გადაწყვეტილება ფინანსური წლის ბოლო დღეს – 31 დეკემბერს უნდა მიიღოს. გვრთავენ თუ არა ნებას, რომ აზიის კონფედერაციაში გადავბარგდეთ. თუკი ამის შესახებ 31 დეკემბრამდე არ გვიპასუხებენ, მაშინ, 2024 წლის ივნისამდე გადაიდება, რაც მინიმუმ 1.5 წლიან სტაგნაციას და უფეხბურთობას ნიშნავს” – რომ გითხრათ, საწყენია მეთქი, დაიჯერებთ?!…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“ჩელსიმ” ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ 130 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა!

დონჩიჩმა ისტორია დაწერა! 60 ქულა 21 მოხსნა და 10 ასისტი!