in

რუსეთის მწვრთნელი: ქართველებს მასპინძლის სტატუსი აქვთ, თან საოცარი თაობა ჰყავთ

2022 წელს თბილისი ევრობასკეტის A ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. საქართველოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ჩამოვა. ესპანელთა გარდა, ილიას ზუროსის გუნდი რუსეთს, თურქეთს, ბელგიას და ბულგარეთს დაუპირისპირდება.

ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, მომავალ მეტოქეებზე კომენტარი რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბაზარევიჩმა და ახლო წარსულში რუსების მთავარმა ვარსკვლავმა და ამჟამად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ გააკეთეს.

“უცნაურია, როდესაც ევრობასკეტზე საუბარი მაშინ გვიწევს, როდესაც ტურნირის დაწყებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი. იმის თქმა შემიძლია, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი ნაკრებები ფაქტობრივად არ არსებობს, ბევრი რამ კი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ როგორი შემადგენლობის შეკრებას მოახერხებს. ბოლო წლებში ესპანეთის ნაკრები სულ ფავორიტი იყო, თუმცა, ეს მეტწილად გასოლის თაობასთან იყო დაკავშირებული, რომელიც თანდათან მიდის. თუკი ბოლო საკვალიფიკაციო ციკლს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ იქ სულ სხვა კალათბურთელები თამაშობდნენ. სხვა მხრივ, ჩვენი ჯგუფის სიძლიერეზე საუბარი მიჭირს.

თუ მარტო სახელებით ვიმსჯელებთ, უფრო სუსტი ექვსეულებიც მოჩანს, რეალურად კი, რა იქნება, რთული სათქმელია. სიფრთხილე ყველასთან საჭიროა. ვერცერთი გუნდი ვერ გავა მოედანზე და ვერ იტყვის, რომ რომელიმე მეტოქეს იოლად აჯობებს. საკმარისია მცირედით მოდუნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესარჩევ ეტაპზე, ეს არაერთ შეხვედრაში გამოჩნდა.

საქართველო მასპინძელი იქნება და ამით, ყველაფერი ნათქვამია. თან ქართველებს საოცარი თაობა ჰყავთ. ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ თურქებსაც და მათ ქომაგებიც ძალიან დაეხმარებიან. ქართველებს თურქები შემთხვევით არ აურჩევიათ, ისინი ხომ მეზობლები არიან. კიდევ კარგი, ბათუმში მაინც არ ვთამაშობთ, ეს ქალაქი ხომ პირდაპირ საზღვარზეა და ამ შემთხვევაში მთელი დარბაზი თურქებით იქნებოდა სავსე”, – თქვა სერგეი ბაზარევიჩმაю

“ევრობასკეტამდე დიდი დროა დარჩენილი და ჯერ ძალიან რთულია საუბარი. არავინ იცის, ვინ რა ფორმაში იქნება. ისე მძიმე ჯგუფია. ესპანეთი მაინც ფავორიტად მიმაჩნია. ქართველები კი, ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის დიდი მოტივაციით თამაშობენ, მით უმეტეს საკუთარი ქომაგების თანდასწრებით”, – ეს ანდრეი კირილენკოს სიტყვებია.

ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება.

თბილისში რუსები მოდიან: ევრობასკეტი დაკომპლექტდა – საქართველო რთულ ჯგუფშია

მანუჩარ მარკოიშვილი: გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ – პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა

ალექსანდრე ფევაძე: ურთულესი ჯგუფია, მაგრამ საკუთარი კედლების ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ

რუსეთი ბედისწერამ გვარგუნა: საქართველო ყველასთან მოსაგებად იბრძოლებს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მესიმ მთელი ბარსა შინ დაპატიჟა ატლეტიკოსთან მატჩამდე

პირველი ქართველი top 10-ში: გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის ლიდერებშია