in

პირველი ქართველი top 10-ში: გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის ლიდერებშია

UFC VEGAS 25–ის მეინ ქარდზე, გიგა ჭიკაძემ ქაბ სვანსონი, უმარტივესად დაამარცხა. ამ ბრძოლის დროს, ქართველი სპორტსმენი ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგში, მე–14 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო მისი მეტოქე top 15–ს ხურავდა.

ვიდეო: ქართველი ნინძა შეუჩერებელია – ჭიკაძემ სვანსონი ერთ წუთში დაანოკაუტა

ჭიკაძე ბრძოლამდე აცხადებდა, რომ მას სწრაფი და ეფექტიანი გამარჯვება სჭირდებოდა, რათა რეიტინგში კიდევ უფრო წინ წასულიყო. მას შრომა დაუფასდა და მისი მოლოდინები გამართლდა. გიგა პირველი ქართველია UFC–ში, რომელიც წონის top 10–ში მოხვდა.

რამდენი გამოიმუშავეს ქართველმა მებძოლებმა ბოლო გამარჯვებებით

შესაბამისად, სამომავლოდ მას დივიზიონის რომელიმე ვარსკვლავთან შეხვედრა მოუწევს. მოგეხსენებათ, რომ ჭიკაძემ რამდენიმე სასურველი მეტოქე უკვე დაასახელა და ის მზადაა, უახლოეს მომავალში ოქტაგონზე გავიდეს. 

გარჯა დაუფასდა მერაბ დვალიშვილსაც და რეიტინგში მე-11 ადგილზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსეთის მწვრთნელი: ქართველებს მასპინძლის სტატუსი აქვთ, თან საოცარი თაობა ჰყავთ

მამიკო გილოცავ! ბასილაშვილი შვილს იუბილეს საჯაროდ ულოცავს