საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე (2:1) დაამარცხეს, რუმინეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მირელ რადოიმ მატჩი შეაფასა.
ნავსი გავტეხეთ: სანიოლის პირველი გამარჯვება და ისტორიაში პირველად დამარცხებული რუმინეთი
“როგორც ჩანს, წაგებას მივეჩვიეთ. გამარჯვება გვჭირდებოდა, რომ ინგლისთან მატჩის წინ ფსიქოლოგიურად კარგი განწყობა გვქონოდა.
ამასთან, მე რჩება მოსაზრება, რომ წაგება არ დავიმსახურეთ. ჩვენ გვაკლდა შემოქმედებითობა, მეტოქეს სივრცეები მივეცით, ქართველი ფეხბურთელების სისწრაფემ კი გამაკვირვა.
მსურს მოწინააღმდეგეზე ერთი გოლით მეტი გავიტანო. თუ არადა, სხვა მოვა და სხვა სტატისტიკა ექნება. ეს არის ის, რაც მე გავაკეთე ამ თაობათა ცვლის პროცესში.
სომხეთთან და საქართველოსთან მარცხის შემდეგ, ახლა ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რამდენ გოლს გავიტანთ ინგლისთან. ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ასპექტების გაუმჯობესება.
მე და ჩემი პრინციპები არ ვიცვლებით. იყო დრო, როცა ჩემი გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები მოგწონდათ, ახლა კი უკმაყოფილოები ხართ. თუ საქმე სწორად არ გამოდის, მაშინ შეგიძლიათ ცვლილებებს მიმართოთ. ამაზე აქ ყოფნის სამი წლის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ხშირად მისაუბრია“, – თქვა 40 წლის რუმინელმა სპეციალისტმა.
ვილი სანიოლი: წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ
GIPHY App Key not set. Please check settings