„ნაპოლიში“ რუდი გარსიას მოულოდნელ დანიშვნას უმეტესწილად უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, განსაკუთრებით სკეპტიკურად გულშემატკივრები არიან განწყობილი. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს, ერთ დროს ფრანგი სპეციალისტის თანაშემწე ფრედერიკ ბომპარი. „ნიმის“ მწვრთნელი მიიჩნევს, რომ რუდი გარსია „ნაპოლის“ ჩემპიონთა თასამდე მიიყვანს.
ეს სიამოვნება და მოტივაციაა: როგორ იმუშავა რუდი გარსიამ იტალიაში – ფანებს ხუმრობის იმედი აქვთ
„ცხოვრებაში იღებ იმას, რასაც იმსახურებ. რუდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიღაცას შესაძლოა გაუკვირდა მისი დანიშვნა, მაგრამ არა მე.
როდესაც ვნახე სპალეტი მიდიოდა, ვიფიქრე, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი გარსიას დაუძახებდა. მას რუდი ყოველთვის მოსწონდა, თანამშრომლობა გარდაუვალი იყო.
რუდის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, და ვიქრობ ახლა ეს შესაძლებელია. რაღაც მკარნახობს, რომ ის მოიგებს ჩემპიონთა ლიგას „ნაპოლისთან“ ერთად.
საფრანგეთში მისი რეპუტაცია „მარსელში“ ბოლო სეზონის შემდეგ გაუარესდა, მაგრამ მან „მარსელი“ ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა და „ლილთან“ ერთად დუბლი შეასრულა. უნდა გვახსოვდეს ვინ არის რუდი გარსია.
იტალიაში ის პოპულარულია. ჩვენი „რომა“ ორჯერ მეორე გახდა, მას პირველი სეზონის დაწყებისას ათიდან ათი მოგება ჰქონდა“, – განაცხადა „ეკიპთან“ ინტერვიუში ფრედერიკ ბომპარმა, რომელიც ადრე გარსიას თანაშემწედ მუშაობდა რომაულ კლუბში.
GIPHY App Key not set. Please check settings