in

ხვიჩას იტალიაში ყველაზე მეტად დაედო ფასი: სერია ა-ს გაძვირებული ფეხბურთელები

Foto Alberto Gandolfo/LaPresse 19 marzo 2023 -Torino, Italia - sport - ESCLUSIVA TORINO FC - Torino Vs Napoli - Campionato italiano di calcio Serie A TIM 2022/2023 - stadio Olimpico Grande Torino. Nella foto: Khvicha Kvaratskhelia (SSC Napoli) esulta a fine partita March 19, 2023 Turin, Italy - sport soccer -EXCLUSIVE TORINO FC Torino Vs Napoli - Italian Football Championship League A TIM 2021/2022 - Olimpico Grande Torino stadium. In the pic: Khvicha Kvaratskhelia (SSC Napoli) celebrates after the match

ხვიჩა კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონატში ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი და ამაში გასაკვირი არაფერია. „ნაპოლიმ“ ჩვენიანი სულ რაღაც 10 მილიონად აიყვანა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი რომ გვარიანად გაძვირდებოდა, ამას რა მიხვედრა უნდა.

მონაცემები Transfermarkt-მა განაახლა.

სეზონის განმავლობაში კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა 85 მილიონს შეადგენს.

მიქაუტაძე გაძვირდა: გიორგის 4 მილიონი მოემატა და 10 მილიონი გახდა – კიდევ ვის მოემატა ფასი

სერია ა-ს გაძვირებული ფეხბურთელების ათეული ასეთი გამოვიდა:

  1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი. +70 მლნ. ამჟამინდელი ფასი 85 მილნ)
  2. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი. +55 – 120)
  3. კიმ მინ ჯე (ნაპოლი. +46 – 60)
  4. რასმუს ჰეილუნდი (ატალანტა. +40.5 – 45)
  5. ჯორჯო სკალვინი (ატალანტა. +30 – 40)
  6. ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი. +28.5 – 35)
  7. ადრიენ რაბიო (იუვენტუსი. +23 – 40)
  8. ანდრე ონანა (ინტერი. +23 – 35)
  9. რაფაელ ლეაო (მილანი. +20 – 90)
  10. სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი. +20 – 40)

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუდი გარსია ნაპოლისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

მსოფლიო შეურაცხყოფა სოცქსელებში: ფიფამ ანგარიში დადო – ვის ერჩიან ინტერნეტში