ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის განაცხადიდან ხვიჩა კვარაცხელია ამოიღო, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე.
ამასთან, კლუბს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია 20 წლის ფეხბურთელის თაობაზე. მოგეხსენებათ, უამრავჯერ დაიწერა, რომ ქართველი კარიერას ევროპაში გააგრძელებდა.
ახალ სეზონში ხვიჩამ რუსეთის პირველობაზე 4 მატჩი ითამაშა და ერთი ლამაზი გოლი გაიტანა. მის აქტივში კიდევ ორი თამაშია კონფერენს ლიგაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings