ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას განაცხადიდან ამოღების შესახებ განმარტება გააკეთა.
„კვარაცხელია დაზიანების გამო დროებით გაყვანილია „რუბინის“ განაცხადიდან პრემიერლიგაში. მის ნაცვლად განაცხადში შეყვანილია გუნდის ახალწვეული მონტასარ თალბი“ – ნათქვამია კლუბის ტვიტერზე.
ცოტა ხნის წინ რუსეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა ცნობა, რომ „რუბინმა“ ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონატის განაცხადიდან ამოიღო.
რუბინმა კვარაცხელია ჩემპიონატის განაცხადიდან მოხსნა: ევროპაში მიდის?
ყაზანელებს ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, მაგრამ ამჟამინდელი წესებით განაცხადში მხოლოდ 8 ლეგიონერის ყოლა შეიძლება.
მანამდე „რუბინმა“ განაცხადიდან მოხსნა თავდამსხმელი ჯორჯე დესპოტოვიჩი. კლუბმა ეს მოთამაშის ტრავმით ასხნა.
GIPHY App Key not set. Please check settings