in

რონალდო 200 მილიონს იღებს, 90%-ს საუდის არაბეთის ბიუჯეტი იხდის: ყველაზე ფულიანები

„ალ ნასრიში“ გადასვლამ კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცია. ინსაიდერები ამბობენ, რომ სხვადასხვა ბონუსების ჩათვლით პორტუგალიელი საუდის არაბეთში 200 მილიონ დოლარს იშოვის წელიწადში.

ყველაზე საინტერესო: The Athletic ამტკიცებს, რომ 90% რონალდო ხელფასს საუდის არაბეთის ბიუჯეტიდან იღებს – „ალ ნასრი“ მხოლოდ 10%-ს ფარავს.

ამჟამად კრიშტიანო დიდი სხვაობით ლიდერობს ყველაზე შემოსავლიან ფეხბურთელებში.

კრიშტიანო რონალდო – ალ ნასრი – 200 მლნ დოლარი

კილიან მბაპე – პსჟ – 128 მლნ დოლარი

ლეო მესი – პსჟ – 110 მლნ დოლარი

ნეიმარი – პსჟ – 87 მლნ დოლარი

მოჰამედ სალაჰი – ლივერპული – 53 მლნ დოლარი

ერლინგ ჰოლანდი – სიტი – 39 მლნ დოლარი

რობერტ ლევანდოვსკი – ბარსელონა – 35 მლნ დოლარი

ედენ აზარი – რეალი – 31 მლნ დოლარი

ინიესტა – ვისელ კობე – 30 მლნ დოლარი

კევინ დე ბრუინი – სიტი – 29 მლნ დოლარი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

8 კაცი, ვინც უნდა ნახო – სიაში 2 ქართველია

დინო ძოფის ხელთათმანები მოიპარეს, რომლითაც მსოფლიო მოიგო