in

რონალდო არაბეთში ჩავიდა და დღეს მეფესავით წარადგენენ… კრიშტიანო შეიძლება ნიუკასლში აღმოჩნდეს

კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთში ჩავიდა.

37 წლის ფეხბურთელი ერ-რიადში ჩაფრინდა და მას გულშემატკივრებს „ალ ნასრის“ ფეხბურთელად დღეს საღამოს წარუდგენენ.

ღონისძიება სტადიონ „მრსულ პარკზე“ გაიმართება და ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

პრეზენტაციას დაახლოებით 30 ათასი მაყურებელი დაესწრება.
„ალ ნასრს“ სურს, რომ კრიშტიანოს პრეზენტაცია იმის ანალოგიური იყოს, როგორიც „რეალმა“ 2009 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოაწყო.

რონალდოს ახალ კლუბში დიდი უფლებამოსილება ექნება.
CBS Sports ამტკიცებს, რომ მას შეეძლება მწვრთნელი შეცვალოს, თუ ამჟამინდელი არ მოეწონება. ამჟამად „ალ ნასრიში“ რუდი გარსია მუშაობს, რომელიც მანამდე „ლიონსა“ და „მარსელს“ წვრთნიდა.

Marca-ის ინფორმაციით კი, კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად პორტუგალიელს შეუძლია „ნიუკასლში“ გადავიდეს იჯარის წესით, თუ ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება. „ნიუკასლის“ მფლობელი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდია.

რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რეკორდი ეკუთვნის – 140. მის მდევარ ლეო მესის 129 გოლი აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას ნაპოლის თამაშზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც რონალდოს ჰქონდა ინტერზე

მესი და რონალდო მალე ისევ შეხვდებიან