in

რონალდოს ბენტლიში საწვავი ვერ ჩაასხეს: მძღოლი 7საათი ელოდებოდა ბენზინს

„მანჩესტერის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს მძღოლმა ბენზინგასამართ სადგურზე 7 საათი გაატარა, თუმცა მაინც ვერ შეძლო ფეხბურთელის Bentley Flying Spur-ის საწვავით შევსება. ეს მანქანა პორტუგალიელმა ამასწინ იყიდა და მასში 164 ათასი ფუნტი (დაახლოებით 190 ათასი ევრო) გადაიხადა.

მძღოლი აგს-ზე დღის 2 საათზე მივიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადგილზე ბენზინი არ იყო.

მას კომპანიონობა გაუწია კრიშტიანოს დაცვის ერეთ-ერთმა წევრმა, რომელიც ადგილზე Range Rover-ით მივიდა. ისინი საღამოს 9 საათამდე შეყოვდნენ, მაგრამ მაინც ხელ(საწვავ)ცარიელები წავიდნენ.

დიდ ბრიტანეთში ამჟამად საწვავის მიწოდების პრობლემა შეინიშნება. ეს სატვირთოების მძღოლების სიმწირით აიხსნება. ამბობენ, რომ ხელისუფლება სამხედრო სატვირთოების მძღოლების მობილიზებას გეგმავს სიტუაციის გამოსწორებისთვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ ჩაიშალა ჯოჯუას ბრძოლა ლას ვეგასში

კლოპი ბონდია: ითამაშებდა თუ არა ლივერპულის მწვრთნელი ცნობილ აგენტს