in

რატომ ჩაიშალა ჯოჯუას ბრძოლა ლას ვეგასში

ქართველმა მებრძოლმა UFC ლიანა ჯოჯუამ ამერიკელ კორტნი კეისისთან ჩაშლილ ბრძოლაზე ილაპარაკა. ბრძოლა 22 აგვისტოს უნდა გამართულიყო ლას ვეგასში UFC Fight Night ტურნირზე.

„უაიტი აბუ დაბიში ვნახე და ვუთხარი: დეინა, რა ხდება? სად არის ჩემი ამერიკის სამუშაო ვიზა? მან მითხრა: ვაკეთებთ, ვაკეთებთ. საბოლოდ, არც არაფერი გამოვიდა ამ ვიზაზე. მარტო მაშინ დაფაცურდნენ, როდესაც კორტნისთან ბრძოლა დამინიშნეს. ვიზის საკითხებით ადრე რომ დაკავებულიყვნენ, ბრძოლა არ გადაიდებოდა“, – თქვა ლიანამ.

25 წლის ლიანამ 12 ბრძოლა გამართა შერეულ ორთაბრძოლებში: მას 8 გამარჯვება და 4 წაგება აქვს.

ჯოჯუამ ბოლო ბრძოლა 2020 წლის ოქტომბერში გამართა და მირანდა მევერიკთან დათმო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჟერარ პიკეს ცოლს, ანუ შაკირას ორი გარეული ღორი დაესხა თავს

რონალდოს ბენტლიში საწვავი ვერ ჩაასხეს: მძღოლი 7საათი ელოდებოდა ბენზინს