„ალ ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ „დამაკთან“ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩის მე-18 წუთზე პორტუგალიელმა პენალტი გაიტანა. 23-ე წუთზე საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა, ხოლო 44-ზე მესამეც მიაყოლა.
38 წლის ფეხბურთელს მინიმუმ 2 გოლი გააქვს ბოლო სამ შეხვედრაში.
რონალდოს 6 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.
ამასთან, კრიშტიანო მოქმედ ფეხბურთელებს შორის ლიდერია ჰეთ-თრიქების რაოდენობით. მის ანგარიშზეა 62 ჰეთ-თრიქი: 51 – საკლუბო დონეზე, 10 – ნაკრებში. 30 წლამდე მას 3 და მეტი გოლი 30-ჯერ გაუტანია, აი შემდეგ კი – 32-ჯერ.
ლეო მესის 56 ჰეთ-თრიქი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings