in

კრიშტიანოს 44 გოლი წელს და 400 გოლი 30 წლის შემდეგ

კრიშტიანო რონალდომ 2023 წელს 44 გოლი გაიტანა.
„ალ ნასრის“ თავდამსხმელმა ანგარიში გახსნა „ალ ხალიჯთან“ შეხვედრაში.

ეს კი 2023 წელს პორტუგალიელის 44-ე გოლია კლუბსა და ნაკრებში. ის ამ მაჩვენებლით „სიტის“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს დაეწია.

გარდა ამისა, კრიშტიანომ 400 გოლი გაიტანა 30 წლის ასაკის შემდეგ.
სულ კი მის ანგარიშზე 863 გოლია.

რონალდომ „ალ ნასრის“ შემადგენლობაში 46 შედეგიანი მოქმედება შეასრულა.
ხსენებულ შეხვედრაში გოლის შემდეგ საგოლე პასიც მიითვალა.
მიმდინარე სეზონში 38 წლის ფეხბურთელმა 12 გოლი გაიტანა 11 მატჩში და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.
სულ კი „ალ ნასრის“ რიგებში რონალდომ 35 გოლი შეაგდო 41 შეხვედრაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დაკომპლექტა: ვინ ვის შეხვდება

ჰარი კეინმა 60-იანი წლების რეკორდი მოხსნა და შესაძლოა სასტუმროში კიდევ ერთი ნომერი დასჭირდეს