in

რონალდინიო და რომარიო ერთმანეთს პლაჟის ფრენბურთში გაეჯიბრნენ: ვინ მოიგო

რონალდინიო და რომარიო ერთმანეთს პლაჟის ფრენბურთში გაეჯიბრნენ: ვინ მოიგო

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდები რონალდინიო და რომარიო ერთმანეთს პლაჟის ფრენბურთში შეხვდნენ რიო დე ჟანეიროში. ორივემ, რომლებიც ერთად აღებული 96 წლის არიან, მშვენიერი ფორმა აჩვენა.

რონალდინიო მუდმივად აჩვენებდა თავის საფირმო ტრიუკს და დარტყმამდე თავს გვერდით წევდა. თამაში რომარიოს გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ რონალდინიომ თქვა, რომ რევანშის აღება სურს.

რომარიო პოლიტიკითაა დაკავებული – 2010 წლიდან ის ბრაზილიის სოციალისტური პარტიის დეპუტატია. რონალდინიო კი მუსიკითაა გატაცებული. 2021 წელს მან ბრაზილიურ რეპ-ჯგუფ Tropa do Bruxo-თან ერთად კლიპი ჩაწერა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას უქულო მატჩი: ცსკა რეალთან დამარცხდა

საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო: 5 წონაში ფინალისტები გამოვლინდნენ