in

რომას პირველი ევროპული ტიტული: გლადიატორებმა ტირანა დაიპყრეს

“რომა” კონფერენს ლიგის პირველი გამარჯვებულია და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ევროპული ტიტული მოიგო. ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირის, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ფინალურ მატჩს ტირანამ უმასპინძლა. ერთმანეთს სანუკვარ ევროპულ ტიტულზე დამშეული “რომა”, მრავლისმნახველ როტერდამის “ფეიენოორდს” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი სანახაობრივი თვალსაზრისით არცთუ კარგი გამოვიდა. “რომა” თავის მომენტს ელოდა, ნიდერლანდელები კი, განსაკუთრებულს ვერაფერს ჰქმნიდნენ. იტალიელებისთვის მატჩი ცუდად დაიწყო. მე-15 წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა ტრავმა მიიღო და ჟოზე მოურინიოს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. სომეხი ფეხბურთელი პორტუგალიელმა სერჟიო ოლივერიამ შეცვალა.

შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა. ჯანლუკა მანჩინის პასის შემდეგ, ბურთი როტერდამელთა კარში ნიკოლო ძანიოლომ გადაგზავნა. ეს ძანიოლოს მეხუთე გოლი იყო კონფერენს ლიგის წლევანდელ ტურნირზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ძანიოლო გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპული ტურნირის ფინალურ შეხვედრაში გაიტანა. აქამდე ეს რეკორდი ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნოდა.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით მეორე ტაიმის გაცილებით საინტერესო გამოვიდა. უნდა ვთქვათ, რომ საწყისი 15-20 წუთი “ფეიენოორდი” გაცილებით კარგი იყო და მოურინიოს გუნდი რამდენჯერმე მაგრად გადარჩა. არადა, “განსაკუთრებულის” სათამაშო სტილი ისაა, რომ მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება ნაკლები მომენტი შეაქმნევინოს, მაგრამ მეორე ნახევარში ეს მათ არ გამოუვიდათ. ბრწყინვალე იყო “რომას” პორტუგალიელი მეარე რუი პატრისიუ, რომელმაც რამდენჯერმე თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. განსაკუთრებით, მალასიას შორეული დარტყმა უნდა გავიხსენოთ, რომელიც ჯერ პორტუგალიელმა მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი, მისი კარი ძელმა იხსნა.

მიუხედავად ნიდერლანდელების მცდელობისა, “რომამ” მაინც კლასის ხარჯზე მოიგო ფინალური შეხვედრა 1:0 და არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო.

რომა – ფეიენოორდი 1:0

აირ ალბანია სთედიუმი. ტირანა

1:0 ძანიოლო (32)

რომა: პატრისიუ, მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი, კარსდორპი (89.ვინა), მხითარიანი (17.ოლივეირა), კრისტანტე, ზალევსკი (67.სპინაცოლა), ძანიოლო (67ვერეტოუტი), პელეგრინი, აბრაჰამი (89.შომუროდოვი)

ფეიენოორდი: ბილოუ, მალასია (88.. იაჰანბახში), სენესი, ტრაუნერი (74.პედერსონი), გეერტრუიდა, კოკჩუ (88.ვალემარკი), აურსნესი, ტილი (59.ტოორნსტრა), სინისტერა, ნელსონი (74.ლინსონი), დესერსი

ჟოზე მოურინიო გახდა პირველი მწვრთნელი, რომელსაც სამივე ევროპული სამივე ევროპული საკლუბო ტურნირი აქვს მოგებული.

“რომა” კი, ევროპული ტურნირის ფინალში მესამედ იყო. 1984 წელს “რომამ” ჩემპიონთა თასის ფინალი “ლივერპულთან” პენალტების სერიაში წააგეს, 1991 წელს კი, უეფას თასის ფინალში “ინტერთან” დამარცხდნენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

8 გოლი, საოცარი ფეხბურთი და ატმოსფერო ბათუმში: სამგურალმა ბათუმს 4-ჯერ გაუთანაბრა და ზღვისპირეთიდან ქულა წამოიღო

4 დაემატა, ადგილობრივები დღეიდან შეუერთდებიან – იყიდე აბონემენტი