in

როი კინი: ბელინგემი სუპერვარსკვლავი გახდება. ისე თამაშობს, თითქოს ცენტურიონია

“მანჩესტერ იუნაიტედის” დიდმა კაპიტანმა, როი კინმა ჯუდ ბელინგემისადმი აღფრთოვანება არ დამალა. გუშინ, “ITV SPORT”-ს ეთერში როიმ ასეთი რამ თქვა:

“როდესაც საქმე რთულდება შენ ისეთი ნახევარმცველი გჭირდება, რომელსაც არასტანდარტული გადაწყვეტილებით შეუძლია ყველაფერი დაამთავროს. ბელინგემი, სწორედ ამას აკეთებს.

ის სუპერვარსკვლავი გახდება. ამ სიტყვას ყოველდღე ვიყენებთ, მაგრამ შეხედეთ მის ზრდასრულობას. გადაწყვეტილების მიღება ნახევარმცველისათვის ერთ-ერთი საკვანძო უნარია და ჯუდი ამ მხრივ საოცარია”.

“დორტმუნდმა” კი უკვე დაადასტურა, რომ 100 მილიონი ბელინგემისთვის საკმარისი არ იქნება. “ლივერპული” უთვალთვალებს და თან კაპიტან ჰენდერსონსა და ტრენტს სკაუტად ამუშავებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სონი: ძალიან გთხოვთ, არ დაგვადანაშაულოთ

გარი ნევილი: კაილ უოკერი მბაპეს გასანეიტრალებლად საუკეთესო მარჯვენა მცველია