in

გარი ნევილი: კაილ უოკერი მბაპეს გასანეიტრალებლად საუკეთესო მარჯვენა მცველია

საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრების გზები 1/4 ფინალში, 10 დეკემბერს გადაიკვეთება, იქამდე კი დაიწყო განხილვა ამა თუ იმ რგოლში, რომელ გუნდს სად აქვს უპირატსობა და ა.შ. ინგლისელები რომ ამ კუთხით გამორჩეულად ძლიერები არიან კი ვიცით. გარი ნევილმა “sky sports”-ს ეთერში ისაუბრა:

“ასეთი მატჩები არასდროს გავიწყდება. ევრო 1996, 2004 ანდაც მუნდიალი 2006 და კვეთა პორტუგალიასთან. ასეთი რამ სულ რამდენჯერმე ხდება ცხოვრებაში.

ვიცი, რომ ბიჭები მატჩს მოუთმენლად ელიან და ეს ლოგიკური მღელვარებაა. ვფიქრობ, რომ კაილ უოკერი მბაპეს წინააღმდეგ იდეალური ვარიანტია. შეხედეთ კაილის ფიზიკასა და სისწრაფეს. ცხადია, 90 წუთი მისი განეიტრალება, უბრალოდ შეუძლებელია.

ასეთი მატჩების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ წნეხი ნაკლებია. ეთამაშები შენი დონის გუნდს და ზეწოლას ნაკლებად გრძნობ. რეალურად, სენეგალის დონის გუნდებთან უფრო ნერვიულობ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როი კინი: ბელინგემი სუპერვარსკვლავი გახდება. ისე თამაშობს, თითქოს ცენტურიონია

ვიდეო: სამუელ ეტო’ო-მ უცნობ მამაკაცს შეუტია