in

როდესაც არსებობს რწმენა და ურთიერთგაგება, ნებისმიერი თამაშის გადარჩენა შეიძლება: რამაზ სვანაძე

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ფრედ 2:2 ითამაშა ბელგიის ძალიან სიმპატიურ გუნდთან დაძაბულ და დამღლელ მატჩში.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოგვიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ჩვენებმა თამაში გამოასწორეს და მატჩის გადარჩენა მოახერხეს. შეხვედრის შემდეგ თამაში შეაფასა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

ქულა, რომელიც ერთად ავიღეთ: საქართველომ ბელგიას ამოუქაჩა და ლიდერობა შეინარჩუნა

რამაზ სვანაძე:
„თამაში შემიძლია ორ ნაწილად გავყო. პირველი ტაიმი დისციპლინის ნაკლებობის მაგალითია, და ეს ეხება მთელ გუნდს. განსაკუთრებით მაღალი კლასით და ინდივიდუალური ოსტატობით გამორჩეულ გუნდებთან ამას პრობლემები მოჰყვება. მეორე ტაიმი იყო ჩვენი მენტალური სიძლიერის და სწორი მიდგომის მაგალითი. საბოლოო შედეგი, როგორც ემოციური, ისე სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო.

მადლობა ბიჭებს. არ არის მარტივი ასეთ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ იყო პირველ ადგილზე და წაუგებლად ითამაშო მაღალი დონის გუნდებთან. პირველი ტაიმი უდიდესი გამოცდილება იყო. ყველა ფეხბურთელს არ ეხება, მაგრამ გრანდებთან შედარებით არ ვართ ასეთ რიტმში თამაშს მიჩვეულები. მადლობა არაჩვეულებრივ გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ და ბოლო თამაშზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავასრულოთ.

მოედანზე სიტუაციას მარტო მწვრთნელი ვერ შეცვლის. როდესაც არსებობს რწმენა და ურთიერთგაგება გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს შორის, ნებისმიერი თამაშის გადარჩენის შანსი არსებობს. ის ფაქტორი, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ მნიშვნელოვანია. პირველი თამაშის შემდეგ, არ გვქონდა უფლება, რომ დღეს მოედანი თავაწეულებს არ დაგვეტოვებინა.

ნიკა გაგნიძის ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ამიტომ, ტრავმის სირთულეზე საუბარი არ შემიძლია. ერთი შეხედვით, მსუბუქი დაზიანება არ ჩანს, თუმცა მეტი ხვალ გვეცოდინება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქულა, რომელიც ერთად ავიღეთ: საქართველომ ბელგიას ამოუქაჩა და ლიდერობა შეინარჩუნა

ქომაგებთან რიტუალის შესრულებისას თვალზე ცრემლი მომადგა