in

ქომაგებთან რიტუალის შესრულებისას თვალზე ცრემლი მომადგა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 202-ზე ჯგუფში ორ მატჩში 4 ქულა აიღო და პირველ ადგილზეა. მეორე თამაში ბელგიასთან ძალიან რთული გამოდგა და ჩვენებს წაგებული პირველი ტაიმის (0:2) შემდეგ, ბოლომდე დახარჯვა მოუწიათ თამაშის გადასარჩენად (2:2), რაშიც ფეხბურთელებს გულშემატკივრებიც დაეხმარნენ. სწორედ ამაზე ისაუბრა მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის კაპიტანმაც.

ქულა, რომელიც ერთად ავიღეთ: საქართველომ ბელგიას ამოუქაჩა და ლიდერობა შეინარჩუნა

ანზორ მექვაბიშვილი:
„ორი განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. ვფიქრობ, პირველ ნახევარი ყველა კომპონენტში დავთმეთ. ვერ ვასრულებდით დავალებებს. გასახდელში საუბარმა, რომელიც სტადიონზე მოსული გულშემატკივრების დაფასებას ეხებოდა, დიდი გარდატეხა შეიტანა თამაშში. ვგრძნობდი, რომ ბიჭებს თამაშის შემოტრიალების ჟინი და ემოცია ჰქონდათ.

შეგვეძლო მოგებაც, თუმცა ასეთი მძიმე ტაიმის შემდეგ, ქულა ძალიან კარგი შედეგია. მადლობა გუნდის პერსონალს, ბიჭებს და გულშემატკივრებს, რომლებიც ერთი წამი არ გაჩერებულან. მატჩის შემდეგ, ქომაგებთან ტრადიციული რიტუალის შესრულებისას, თვალზე ცრემლი მომადგა. არასდროს ვნებდებით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და ქომაგი სახლში დამწუხრებული არ გავუშვათ“.

როდესაც არსებობს რწმენა და ურთიერთგაგება, ნებისმიერი თამაშის გადარჩენა შეიძლება: რამაზ სვანაძე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როდესაც არსებობს რწმენა და ურთიერთგაგება, ნებისმიერი თამაშის გადარჩენა შეიძლება: რამაზ სვანაძე

კარგი ბიჭები: საქართველომ სამხრეთ აფრიკასთან წააგო, მაგრამ აჩვენა რას წარმოადგენს და რა შეუძლია