in

“რეალ მადრიდი” 16 წლის ენდრიკის სანაცვლოდ 70 მილიონს გადაიხდის

“რეალ მადრიდი” “პალმეირასთან” შეთანხმებას უახლოვდება. ამის შესახებ ცნობას “UOL ESPORTE” გვაწვდის. გამოცემა წერს, რომ კლუბებს შორის ვერბალური შეთანხმება მიღწეულია.

სამეფო კლუბი “პალმეირასს” 60 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო დარჩენილი 10 მილიონი აგენტის საკომისიოსა და ლა ლიგაში რეგისტრაციას მოხმარდება.

ენდრიკის შეძენა “პსჟ”-ს ძალიან სურდა, მაგრამ მათი 55 მილიონიანი შეთავაზება ბრაზილიელებმა დაბლოკეს და ფრანგები ბრძოლას გამოეთიშნენ. ენდრიკი “ლოს ბლანკოსს” 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება.

16 წლის ფორვარდი ამ სეზონში 7 ჯერ გამოჩნდა მინდორზე და 2 გოლს 1 ასისტი დაუმატა. 16 წლის, 3 თვისა და 4 დღის ასაკში, “პალმეირასის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა. ვინისიუსისა და როდრიგოს შემდეგ მადრიდელებს კიდევ ერთი წარმატებული ინვესტიციის იმედი აქვთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“ალ ნასრის” დაფერფლილი ოცნება? – რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს

სამუელ ეტო’ო-მ ბოდიში მოიხადა