in

რეალს ერთი კი არა, ორივე უნდა, ბარსას კი დაბრუნება – ამბები მოკლედ

„ბაიერნი“ ლეონ გორეცკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ჩაბი ალონსო კიდევ ერთხელ გაამართლეს გადასახადების გადახდისთვის თავის არიდების საქმეში.

პრემიერლიგის მომდევნო ტურის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება პრინც ფილიპის ხსოვნის საპატივსაცემოდ.

ინგლისს და დედოფალს პრინცი მოუკვდათ: პრემიერლიგის გუნდები დამწუხრებული არიან

სარიმ უარი თქვა „ფიორენტინას“ მწვრთნელობაზე.

„ასტონ ვილას“ ლიდერი გრილიში კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებს ტრავმის გამო.

„ტოტენჰემი“ ახლოსაა „ვესტ ბრომვიჩის“ 28 წლის მეკარის სემ ჯონსტონის შეძენასთან. მას უგო ლორისის შემცვლელად განიხილავენ.

მსაჯი, რომელმაც ერლინგ ჰაალანდისგან ავტოგრაფი აიღო, რუმინეთის ჩემპიონატში სამუშაოს ჩამოაცილეს.

ცნობილი გახდა, თუ რაში დასჭირდა რუმინელ მსაჯს ჰაალანდის ავტოგრაფი.

ნეიმარმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები შეაჩერა და შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

„ბარსელონას“ ფეხბურთელებს ნეიმარის დაბრუნება სურთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება.

„ბარსას“ სურს კონტრაქტები გაუგრძელოს პედრის, მორიბას და მინგესას.

„მანჩესტერმა“ შესაძლოა ჯესი ლინგარდი ჩართოს „ვესტ ჰემიდან“ რაისის ყიდვის საქმეში.

ლა ლიგამ ვერ ნახა „ვალენსიელი“ დიაკაბის მისამართით რასიზმის მტკიცებულებები „კადისელი“ კალას მხრიდან.

ესპანეთში რასისტული სკანდალია: კადისი-ვალენსია 25 წუთით შეწყდა

კილიან მბაპემ უარი თქვა პსჟ-სთან ახალ კონტრაქტზე და „რეალში“ უნდა. მადრიდელებს კი მისი შეძენაც სურთ და ჰაალანდისაც (Cuatro).

„სუონსი“ ერთი კვირა ბოიკოტს გამოუცხადებს სოცქსელებს რასიზმთან ბრძოლის და ინტერნეტში შეურაცხყოფების წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად.

„ლიდსმა“ შესაძლოა სერხიო აგუერო წაიყვანოს.

კარლოს ტევესმა ახალი, ეფექტური ვარცხნილობა გაიკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისს და დედოფალს პრინცი მოუკვდათ: პრემიერლიგის გუნდები დამწუხრებული არიან

ისტორია დაწერილია! საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს