საკვირკველი ამბები დატრიალდა ლა ლიგის მე-7 ტურში. სეზონში პირველად, მადრიდის “რეალმა” ქულები დაკარგა და ეს ყველაფერი “ოსასუნამ” მოახერხა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდელები კი დააწინაურა, მაგრამ გარსიამ მეორე ტაიმში გაათანაბრა და მეტი არც არაფერი შეცვლილა. 79-ე წუთზე ბენზემამ პენალტი გააფუჭა.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა “ბარსელონამ”. მე-20 წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და მატჩი ასე დარსულდა. “ბარსამ” 19 ქულა დააგროვა, მაგრამ ბურთებით “რეალს” აღემატება.
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი კი “რამონ სანჩეს პისხუანზე” “სევილიასა” და “ატლეტიკოს” შორის გაიმართა. ჩოლო სიმეონეს ბიჭებმა 2:0 მოიგეს. თავი მორატამ და ლიორენტემ გამოიჩინეს.
ყველაზე სანახაობრივი მატჩი კი “ჟირონაში” ადგილობრივ გუნდსა და “სოსიედადს” შორის გაიმართა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 5:3 დასრულდა.
GIPHY App Key not set. Please check settings