ხვიჩა კვარაცხელიას ახალ სეზონში ჯერ არ უთამაშია და მას მე-2 ტურის შეხვედრაში ელიან „სასუოლოს“ წინააღმდეგ. მანამდე კი ყველაზე ხშირად მის ანაზღაურებაზე იწერება. ცნობილია ამბავია, რომ ახალმისულ უცნობ ქართველს არც თუ მაღალი ჯამაგირი დაუნიშნეს, თუმცა ჯერ კიდევ წინა სეზონის მსვლელობისას დასახელდა მომატებული ხელფასის ოდენობა. როგორც ჩანს, ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია 5 მილიონს, შემდეგ კი 6 მილიონს ითხოვდა ბონუსებით წელიწადში. მერე თითქოს ეს 6 მილიონი უარყვეს. ახლა კი „კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ კლუბმა ფეხბურთელს გაორმაგებული ხელფასი შესთავაზა, თუმცა სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს მეტი მოლოდინი ჰქონდა.
კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, კლუბი ცდილობს მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას.
რა გასაკვირია, რომ მას ბევრი ცნობილი მთხოვნელი ჰყავს და „ნაპოლისაც“ უწევს ანგარიშის გაწევა.
მოკლედ, ახლა დაახლოებით ასეთი ვითარება იკვეთება – „ნაპოლი“ 3.5 მლნ ევროს სთავაზობს, კვარაცხელიას (ან მის გარემოცვას) კი 5 მლნ უნდა.
ისე ცუდი არ იქნება 22 წლის ფეხბურთელმა ფეხბურთს დაუთმოს მეტი დრო და საქართველოს კიდევ უფრო მეტად გამოადგეს, მინიმუმ ითამაშოს მაინც ნაკრებში რა ტურნირიც არ უნდა იყოს.
GIPHY App Key not set. Please check settings