in

ერთი კოცნა საკმარისია, რათა მომიშოროთ? არ გადავდგები, ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა – რუბიალესი არ წავიდა

ლუის რუბიალესი არ გადადგა, არადა ყველა ამას ელოდა და დაანონსებულიც კი იყო.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაჯილდოებაზე მაგრად ჩაეხუტა და ტუჩებში აკოცა ჯენიფერ ერმოსოს, რამაც დიდი სექსისტურ-ანტიქალური სკანდალი გამოიწვია და რუბიალესი მასობრივი კრიტიკის ქვეშ მოექცა. ფიფამაც მის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე გახსნა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუბიალესი ზეწოლის შედეგად გადადგებოდა, თუმცა ესპანური ფეხბურთის გენერალურ ასამბლეაზე მან განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას.

ერთ კოცნას მაინც გადააყოლეს: რუბიალესი მიდის… თუმცა შესაძლოა დაბრუნდეს კიდეც

„მოვიდა რაღაცის თქმის დრო. შევცდი და ჩემი ჟესტი შეუფერებელ დროს მოხდა. არ გადავდგები.
არ ვაპირებ გადადგომას. არ ვაპირებ გადადგომას. არ ვაპირებ გადადგომას. რა გავაკეთე? ერთი პატარა კოცნა საკმარისია, რათა მომიშოროთ? არა, მე ბოლომდე ვიბრძოლებ“, – განაცხადა ფედერაციის თავკაცმა.

გარდა ამისა, რუბიალესმა სკანდალური ეპიზოდიც გაიხსენა და მომხდარის ახსნა სცადა.

„მინდა ის ემოციური შემოტევა ავხსნა. ეს უფრო ემოციის გამოხატვა იყო, ვიდრე კოცნა. კოცნის სურვილი ისეთივე იყო, როგორც ჩემი ქალიშვილის კოცნის, ეს არ ყოფილა თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

ყველაფერი სპონტანურად მოხდა, ორმხრივად და შეთანხმებით. დიახ, ეს იყო შეთანხმებული. მე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს ყველა ფეხბურთელთან, ჩვენ გვქონდა ბევრი თბილი ეპიზოდი ჩემპიონატის დროს.

როდესაც ჩემ წინ ჯენი გადიოდა, ჩვენ გადავეხვიეთ ერთმანეთს. მე ვუთხარი, რომ დაევიწყებინა პენალტი და აღვნიშნე, რომ ის ფანტასტიური იყო ამ ჩემპიონატზე. მან მითხრა, რომ მე მაგარი ვარ. მე ვკითხე, „კოცნა?“ მერე მოხდა ის, რაც მოხდა“.

ამავდროულად ესპანეთის უმაღლესი სპორტული საბჭო საჩივარს შეიტანს რუბიალესის წინააღმდეგ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში და მის გადაყენებას მოითხოვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ხდება კვარაცხელიას ხელფასზე: ნაპოლი აორმაგებს, ფეხბურთელს მეტი უნდა

ბერნაბეუს სახურავის ახალი ფოტოები: სტადიონი შობისთვის უნდა იყოს მზად