in

რა შემთხვევაში გავა საქართველო ჯგუფიდან

2022 წლის ევრობასკეტის, მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთთან 80:92 განადგურდა და პლეი-ოფში გასვლა ძალიან გაირთულა. ილიას ზუროსის გუნდს დღეს მონტენეგროსთან აუცილებლად გამარჯვება მართებს, მაგრამ შესაძლოა ესეც არ იყოს საკმარისი.

მანამდე, ბელგიამ ბულგარეთი უნდა დაამარცხოს. იმ შემთხვევაში, თუ ბელგია მოახერხებს გამარჯვებას და საქართველო მონტენეგროს დაამარცხებს, ქართველებს და მონტენეგროელებს 2-2 გამარჯვება ექნებათ და საქართველო მონტენეგროს ურთიერთშეხვედრების უპირატესობით აჯობებს.

არის მეორე ვარიანტიც, რაც ნაკლებად სავარაუდოა. იმ შემთხვევაში თუ ბულგარეთი ბელგიას დაამარცხებს, ამ შემთხვევაში “ჯვაროსნებს” მონტენეგროს დამარცხება 20 ქულაზე მეტის სხვაობით მოუწევთ.

მოკლედ, დღეს ჯერ ბელგიელებს უნდა ვუქომაგოთ და საღამოს საქართველოს.

საქართველო-ბულგარეთის მატჩი საღამოს 21:00-ზე დაიწყება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრძოლაში, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. ხორვატიამ 15:5 გაილაღა

ნეტფლიქსი ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მოგვარებას დათანხმდა