in

რა არის ახალგაზრდა საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება და რა დააკლდა ოცნებამდე

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ განვლილ ევრო 2023-ზე 21-წლამდელების გამოსვლაზე ასაუბრა.

„მიმაჩნია, რომ ევრო 2023-ზე ჩვენი გამოსვლა იყო ძალიან კარგი, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპი. თუმცა, იყო გულდასაწყვეტი მომენტები, ისრაელს ვგულისხმობ. მათთან ის გამოცდილება დაგვაკლდა, რაც მეტოქეს უფრო ჰქონდა. ასევე დაგვაკლდა საკუთარ თავზე ინიციატივის აღების უნარი, რაც ასეთი დონის თამაშებშია საჭიროა.

მთლიანობაში, უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს თამასა ჯგუფურ ეტაპზე ისევ ამ გუნდმა და ბიჭებმა ასწიეს. ოლიმპიადაზე მოხვედრა თითოეული ჩვენგანის ოცნება იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

ბედნიერებაა, რომ გულშემატკივრებისგან დიდი მუხტი მოდიოდა. მათი და გუნდის გაერთიანება მოხდა. ეს იყო ამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება.

ჩვენ მანამდე გავიგეთ ეს ამბავი, სანამ საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი. ამას სპორტული კუთხით რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელების გუნდში ყოფნა ძალიან გვინდოდა.

თუმცა, არის მეორე მხარე – ადამიანური. ამასთან დაკავშირებით განცხადება ბიჭებმა გააკეთეს და ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ მე მათი მესმის. და მეორე – ისინი ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ და ყოველთვის იქნებიან.

არანაირი პრობლემა მათთან დაკავშირებით არ არსებობს და ორივეს წარმატებას ვუსურვებ, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ყველა წევრს“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ რამაზ სვანაძემ.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგონები ევროპას იწყებენ: სერბეთში სერბეთთან

საზონოვი ხელოვნურმა ინტელექტმა სიმბოლურში შეიყვანა