„ვესტ ჰემის“ კაპიტანი მარკ ნოუბლი ევროპის ტოპ 5 ლიგაში ყველაზე ერთგული ფეხბურთელი გამოვიდა, რომელიც ლონდონში ჩაქუჩს 17 წელი და 7 თვეა იქნევს.
მეორე ადგილზე ერთბაშად სამი ფეხბურთელი აღმოჩნდა – „სასუოლოს“ ნახევარმცველი ფრანჩესკო მანიანელი, „ოსასუნას“ მცველი სანხურხო ოიერი და ჯორჯო კიელინი „იუვენტუსიდან“: მათ თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი 16 წლის და 1 თვის წინ გააფორმეს.
ბრაზილიელი მარსელო „რეალის“ ფლანგზე 14 წელი და 7 თვეა დარბის (მე-5 ადგილი).
მე-6 ადგილზე მოხვდა დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელი მარსელ შმელცერი – 14 წელი და 1 თვე.
ათეულის დანარჩენი წევრები „ესპანელები“ არიან.
- სერხიო ბუსკეტსი | ბარსელონა | 13 წელი, 7 თვე
- მარიო გასპარი | ვილიარეალი | 13 წელი, 7 თვე
- ჟერარ პიკე | ბარსელონა | 13 წელი, 7 თვე
- რობერტო ტორესი | ოსასუნა | 13 წელი, 1 თვე
რეიტინგში აღარ არის ლეო მესი, რომელსაც მთელი კარიერის ‘ბარსელონას“ დატოვება მოუწია. ლეო „ბარსელონას“ აკადემიაში 2000 წელს ჩაირიცხა, 2004 წელს კი მთავარ გუნდში პირველად ითამაშა. მან ესპანურ კლუბში 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა. მოკლედ, 17-წლიანი ბარსელონური ერთგულება დასრულებულია.
ბარემ მეორე ათეულის, მე-11-დან მე-20 ადგილზე მყოფ ფეხბურთელებსაც გავეცნოთ. ესენი გახლავთ: კოკე („ატლეტიკო“), ანტონი ლოპესი („ლიონი“), ვინსენტ მანსო („ანჟერი“), სტეფან რადუ („ლაციო“), ტომას მიულერი („ბაიერნი“), იკერ მუნიანი („ატლეტიკი“), სიმუს კოულმენი („ევრტონი“), ნაჩო („რეალი“), უგო მალო („სელტა“), ტონი იანჩკე (გლადბახის „ბორუსია“).
GIPHY App Key not set. Please check settings