ცნობილი გახდა რამდენს მიიღებს პსჟ-ში კილიან მბაპე ახალი კონტრაქტის მიხედვით.
ESPN წერს, რომ ფეხბურთელის 3-წლიანი კონტრაქტის ხელფასი 57 მლნ ევროა გადასახადების შემდეგ. ამ სამ წელიწადში ბონუსების სახით მბაპემ შესაძლოა 300 მლნ ევრო მიიღოს.
გარდა ფულისა, მბაპემ მიიღო გარანტია, რომ კლუბის საკვანძო გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენს. კილიანის აზრს გაითვალისწინებენ მწვრთნელის, სპორტული დირექტორისა და თვით მოთამაშეების შერჩევისას.
მბაპე: „მაკრონმა და სარკოზიმ მირჩიეს პსჟ-ში დარჩენა. საფრანგეთს არ უნდა რცხვენოდეს თავისი ფეხბურთის“.
მბაპე: „მე არ მითქვამს არა „რეალისთვის“, მე ვუთხარი კი საფრანგეთს და პსჟ-ს ახალ პროექტს. ძალიან ადრე იყო უფასოდ წასვლა“.
მბაპე „რეალზე“ ოცნებაზე: „ეს არასდროს იქნება წარსულში. არავინ იცის რა მოხდება მომავალში“.
მბაპემ მისით დაინტერესებული კიდევ ერთი გუნდის შესახებ ისაუბრა:
„ეს მარტო “რეალი“ არ ყოფილა, მე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი კლოპთან „ლივერპულში“ გადასვლაზეც“.
ამასობაში პსჟ-ში ჯერ ისევ აქტუალურია მწვრთნელის საკითხი.
პარიზელებს ზიდანის მიწვევა სურთ, მაგრამ მასთან მოლაპარაკება ძალიან რთული აღმოჩნდა.
კიდევ ერთი ვარიანტია პეპ გვარდიოლას 2023 წელს მიყვანა, როდესაც „სიტისთან“ კონტრაქტი უსრულდება. მანამდე კი შესაძლოა პოჩეტინო დარჩეს, მით უმეტეს, რომ არგენტინელი მბაპეს კარგად ეწყობა. კიდევ ერთი ალტერნატივაა ახალი მწვრთნელის ერთი წლით აყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings