2-წლიანი პაუზის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. იუპილერ ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში “გენტი” გასვლაზე “ანდერლეხტს” დაუპირისპირდა და ფრეს მიაღწია – 1:1.
21 წლის შემტევს, რომელიც ახლა შედის ფორმაში, განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია, მაგრამ ბევრს მოძრაობდა, აქტიურობდა და შეტევების წარმართვას ცდილობდა. ფაქტია, “ბუფალოს” მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი გიორგის ენდობა და იმედია ქართველი ნახევარმცველიც შეძლებს ძველი ფორმის დაბრუნებას. ჩაკვეტაძე მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანეს.
5 ტურის შემდეგ, “გენტს” 8 ქულა აქვს და იუპილერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings