საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და “შავი ლომის” კაპიტანი მერაბ შარიქაძე 6 კვირიანი (სათამაშო კვირა) დისკვალიფიკაციით დასაჯეს და თებერვალ-მარტში “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.
ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალურ შეხვდრაში, რომელშიც პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა ისრაელის “თელავივ ჰითი” 29:17 დაამარცხა, ერთ-ერთ ეპიზოდში მერაბმა მეტოქეს თავი -გულ-მკერდში ჩაარტყა.
აღნიშნული დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე, კაპიტანი ნაკრებს ზაფხულამდე ვერ დაეხმარება.
GIPHY App Key not set. Please check settings