in

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს: ვნებები ჩაცხრება და საქმეზე გადავალთ

რაგბის კავშირის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე იყო დასახელებული და ის გახდა კიდეც კავშირის პრეზიდენტი.

„დღეს შედგა ქვორუმი ანუ 25 დელეგატი მოვიდა, რომელიც წარმოადგენდა 42 ხმას. ქვორუმისთვის განმეორებითი ყრილობა რომ შედგეს საჭირო არის 50% + 1 ხმა. ამის შედეგად ეს დაითვალა, სულ 38 ხმა იყო საკმარისი ქვორუმის მოსაგროვებლად, რომ ყრილობა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, შედგა ყრილობა და ავირჩიეთ პრეზიდენტი. იყო ერთი კანდიდატი და ეს იყო იოსებ ტყემალაძე. ის არჩეულია უმრავლესობით. დღეს ის ითვლება რაგბის კავშირის პრეზიდენტად“, – განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ახალ პრეზიდენტს მხარი ყველა დელეგატმა დაუჭირა.

ამ უსამართლობას არ შევეგუებით: რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე დაპირისპირებაა

„სარაგბო სამყაროს ვულოცავ. შიგნით საკმაოდ მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი, გარეთ აჟიოტაჟისთვის წუხილს გამოვთქვამ. ვიცოდით, რაც იყო დაანონსებული. სასწაული არაფერი მომხდარა, რაც მოხდა დასანანია. კლუბებს გაუჭირდათ მოსვლა, მაგრამ ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მესმის და მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს მათთან თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის.
ეს სანატრელი დღე დადგა. წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს არ ჰყავს პრეზიდენტი. მინდა რაგბის გამგეობას მადლობა გადაუხადო და მათ, ვინც აქამდე მოიტანა ეს პროცესი.

ვნებები ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში, რათა სწრაფად დავუბრუნდეთ მოედანს და დავიწყოთ თამაში. სიცრუეს არ ვამბობ და ნდობა ბევრ ადამიანთან მაქვს, მათ შორის მთავრობის წევრებთან. ჩემი ურთიერთობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან გახსნილია და არაფერი დახურული არ არის. რაგბთან კავშირი ბატონ ბიძინას ჩემამდეც ჰქონდა, მერეც ექნება და ამაში რას ვეძებთ ისეთს?!” – თქვა იოსებ ტყემალაძემ არჩევის შემდეგ.

სოსო ტყემალაძე: ივანიშვილი ჩემამდეც იყო და მერეც იქნება – სჯობს ჩემს გეგმას გაეცნონ (ექსკლუზივი)

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

ირაკლი აბუსერიძე:
„ეს არის უსამართლობა და მარაზმი. ეს არ არის რაგბის არჩევნები, ეს სხვა რამეში გადაიზარდა. დაპირიპისპირება და პროვოკაცია წამოვიდა მათი მხრიდან. ჩვენი მომხრეები იდგნენ შესასვლელთან და ამ მომენტში დაიწყო ეს დაპირისპირება. მოძალადეებს ჩვენ გვეძახიან და ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება. ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიდრე და სამართალი არ გაიმარჯვებს. ამ უსამართლობას არ დავუთმობთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რობინიოს აპელაცია უარყვეს: მას 9 წელი მისცეს გაუპატიურებისთვის

ინტერი შესაძლოა პორნოსაიტმა დააფინანსოს, თუმცა ერთი პირობაა